გიორგი ვოლსკი ზურაბიშვილის ქარტიაზე: პირველად ეს იდეა მაშინ გაჟღერდა, ნათელაშვილთან რომ შეიკრიბნენ ფანჩატურში
„პირველად ეს იდეა მაშინ გაჟღერდა, ნათელაშვილთან რომ შეიკრიბნენ ფანჩატურში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ზურაბიშვილის ქარტიის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„პირველად ეს იდეა მაშინ გაჟღერდა, ნათელაშვილთან რომ შეიკრიბნენ ფანჩატურში, რომ საერთაშორისო დონეზე სიმრავლე წარმოადგინონ, მაგრამ ახლა უკვე დახვეწილად აკეთებენ უფრო იმ ქარტიის მეშვეობით, რომელიც უკვე პოლიტიკურმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.