რატი იონათამიშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” არ ასაჯაროებს მათ ოფისთან მომხდარ ინციდენტის ამსახველ კადრებს. მათი ეს ქმედება ორ შესაძლებლობას ტოვებს- ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი
„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება. მათი ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია – ეს ადამიანები დამნაშავეებს ხელს აფარებენ!” – წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
რატი იონათამიშვილი მათ ამ ქმედებას იმით ხსნის, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული პოლიციას ხელს უშლიან და ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელსაც მათ ოფისზე განლაგებული ვიდეოკამერები აუცილებლად დააფიქსირებდა.
ასევე, იონათამიშვილი მათ ოფისში სტუმრად მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებით და თავად დაუსვან კითხვა ამ პარტიის წევრებს, რატომ უშლიან ხელს გამოძიებას?! სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას?!
„ნაციონალური მოძრაობა” არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება.
მათი ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია – ეს ადამიანები დამნაშავეებს ხელს აფარებენ!
ამას ყველაზე ნათლად ადასტურებს ის გარემოება, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული პოლიციას ხელს უშლიან და ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელსაც მათ ოფისზე განლაგებული ვიდეოკამერები აუცილებლად დააფიქსირებდა!
მათ შორის, ყველაზე საინტერესოა უწყვეტი ჩანაწერი, რომელიც მათ გააჩნიათ და შეგნებულად მალავენ. განსაკუთრებით საყურადღებოა განვითარებული მოვლენების პირველი ეპიზოდის ამსახველი კადრები, რომელიც ტელეკომპანია იმედის მიერ ექსკლუზიურად გასაჯაროვდა და სადაც ცხადად ჩანს, როგორ ემუქრებიან ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლები ბიტითა და იარაღის სროლით ადამიანებს. როგორ გაგრძელდა ეს ამბავი, მხოლოდ ნაცმოძრაობის ვიდეოკამერებზეა ასახული!
ფაქტია, რომ კონკრეტულად ამ ეპიზოდის ამსახველი კადრები ბევრ რამეს ახდიდა ფარდას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა ამას შეგნებულად მალავს!
აქვე, მოვუწოდებთ მათ ოფისში სტუმრად მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებით და თავად დაუსვან კითხვა ამ პარტიის წევრებს, რატომ უშლიან ხელს გამოძიებას?! სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას?!“ – წერს იონათამიშვილი.