leaderboard_below_slide
left_sabechdi

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილება განიხილა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა.

ცვლილებები შეეხება აკრედიტაციის, სტანდარტების, მეტროლოგიისა და ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებს: განისაზღვრება აკრედიტაციის ცნება, აკრედიტაციის სისტემა, აკრედიტაციის ცენტრის როლი და უფლებამოსილებები და აკრედიტაციის სიმბოლოს სამართლებრივი გამოყენების შესაძლებლობა; დაზუსტდება სტანდარტების დეფინიცია, სტანდარტების შემუშავებისა და მიღების პროცედურები. კოდექსში შემოდის ახალი ტერმინი – „ევროპული სტანდარტი“.

ცვლილებების თანახმად, იზრდება ჯარიმები და შემოდის სიახლე, წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე. ამასთანავე, კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევის სახეობა – პასუხისმგებლობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის და დგინდება აღნიშნულის ჩადენაზე შესაბამისი ჯარიმების ოდენობები.

კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა შესრულება და სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის საერთაშორისო და ევროპულ  ორგანიზაციებთან შემდგომი ინტეგრაცია და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება.

 

ასევე იხილეთ