პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა.
🔹პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება. ასევე, განიხილეს ისრაელი-საქართველოს პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში, იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე.
🔹პარტიის თავმჯდომარემ დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.
🔹 შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.