სპორტულ მედიაში კვლავ აქტიური განხილვის თემაა „პარი სენ-ჟერმენის“ დაინტერესება ხვიჩა კვარაცხელიათი, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველია.
L’Équipe-ს ცნობით, ნეაპოლიტანელების წინააღმდეგობის მიუხედავად, პსჟ არ წყვეტს 23 ქლის ქართველის გადაბირების მცდელობებს.
„მოთამაშის გარემოცვა უკვე შეხვდა ლუის კამპოსს (პსჟ-ს სპორტული დირექტორი), ხოლო თავად მოთამაშე ლუის ენრიკეს პირადად ესაუბრა (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.