leaderboard_below_slide
left_sabechdi

აჭარის პოპულარიზაცია უნგრეთში – ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ კესტჰეიში გამართულ ფესტივალზე ვიზიტორები ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, ცეკვას, აჭარის ეთნოგრაფიასა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ

“აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია უნგრეთში განხორციელდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ კესტჰეიში გამართულ ფესტივალზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, ცეკვას, აჭარის ეთნოგრაფიასა და ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ.

ფესტივალის ფარგლებში ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო ღვინის, ჩურჩხელის მასტერკლასები და აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ვიზიტორებს დეგუსტაციისა და აჭარის საპრომოციო მასალების გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე ქართული სიმღერა და ცეკვა ანსამბლმა „ბათუმმა“ და „არსიანმა“ წარმოადგინა.

უნგრეთში აჭარის კულტურული და ტურისტული პროდუქტები ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, მუზეუმების გაერთიანებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით წარმოჩინდა. ღონისძიებას უნგრეთში საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის მოწვევით სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, ქალაქ კესტჰეის მერი და მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ