leaderboard_below_slide
left_sabechdi

ედიშერ გვენეტაძე: სამხედრო- სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის ხარჯზე აკეთებენ მილიარდებს, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა, დღეს იმავე დღეში იქნებოდა საქართველო, “გლობალური ომის პარტიის” ადგილობრივი ემისრების შუამავლობით!

სამხედრო-სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის სისხლისა და ცრემლების ხარჯზე აკეთეს და აკეთებენ მილიარდებს! ახლა კიდევ ბაიდენ-ჩერნენკოს პირით აკეთებენ განცხადებას:

რა ნატო, რის ნატო, უკრაინელებო თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა, ახლა საქართველოც ისეთივე მდგომარეობაში იქნებოდა, როგორშიც უკრაინაა. თუმცა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ საფრთხე ისევ არსებობს და არჩევნებზე ხალხმა პოლიტიკიდან საბოლოოდ უნდა გააძევოს ქვეყნის მოღალატეები.

“აი ეს არის სახე რეალური იმპერიალიზმის!
დასავლეთის იმპერიალისტები რუს იმპერიალისტებთან ალიანსში (ეს რომ ასეა ზელენსკიც ადასტურებს) უკრაინას დაჰპირდნენ მიგიღებთ ნატოსა და ევროკავშირშიო!

შეაქეზეს, ჩააბეს, საშინელ გამანადგურებელ ომში!

შემდეგ უთხრეს უკრაინელებს თუ რუსეთს დაამარცხებთ მიგიღებთ ნატოში(ამაზე მეტი ცინიზმი გაგონილა?)!

სამხედრო-სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის სისხლისა და ცრემლების ხარჯზე აკეთეს და აკეთებენ მილიარდებს

ახლა კიდევ ბაიდენ-ჩერნენკოს პირით აკეთებენ განცხადებას:

რა ნატო, რის ნატო, უკრაინელებო თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო!

ამიტომაც რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა დღეს იგივე დღეში იქნებოდა საქართველო, რომელშიც უკრაინაა გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ემისრების ლომჯარია, გიგაური, გვარამია, მელია, ხაზარაძე, ხატიას შუამავლობით!

თუმცა საფრთხეს 26 ოქტომბრამდე არ გაუვლია! ამიტომ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობავ ჰკა მაგათ, მაგ წუპაკ-მამაძაღლებს!

საბოლოოდ გავაძევოთ ქართული პოლიტიკიდან ეს არაადამიანები და მივუჩინოთ ის ადგილი, რომელსაც საქართველოს მოღალატე-გამყიდველნი და ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრების მოსურნენი იმსახურებენ!” – წერს გვენეტაძე.

ასევე იხილეთ