leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: ბავშვები თვითონ ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის სასარგებლო და მავნე, ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხები

ანრი ოხანაშვილის თქმით, ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლა საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნაა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე დეტალურად საუბრობს იმ კანონების პაკეტის მიზნებზე, რომლებიც მმართველმა გუნდმა პარლამენტში დღეს შეიტანა:

„მოჭარბებული პოპულარიზაციისა და პროპაგანდისგან ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვა და, რაც მთავარია, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა, ვინაიდან არასრულწლოვანები, ბავშვები თვითონ ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის სასარგებლო და მავნე. ამიტომ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს აქ და დაარეგულიროს ეს საკითხები ისე, რომ არც არავის უფლებები შევლახოთ და, რაც მთავარია ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოვიყვანოთ სისრულეში“, – აცხადებს ოხანაშვილი.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში კანონების პაკეტი შეიტანა.

ასევე იხილეთ