leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: გამჭირვალობას, რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს საქართველოში ალტერნატივა

“ვინმეს თუ აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვერ ბედავენ, გაურბიან საჯარო დისკუსიას და მაინც აგრძელებენ დაუსაბუთებელ კრიტიკას.

„თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ შემოიყვანა რუსული ტანკები საქართველოში და ჩააბარა ქვეყნის 20 პროცენტი, თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა ეს ყველაფერი“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

პრემიერის თქმით, გამჭირვალობას, რევოლუციის,  არეულობისა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს საქართველოში ალტერნატივა.

„კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი. მე შევთავაზე ყველას საჯარო დისკუსია. ყველა გაექცა საჯარო დისკუსიას. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ არსებობს. გამჭირვალობას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის,  არეულობისა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს საქართველოში ალტერნატივა. ამ ყველაფერს ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ. სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ და მხოლოდ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“. ეს არის ჩემი პირდაპირი გზავნილი“, –  აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ