left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას

“ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის ავტომატურად მხარს უჭერს  პროპაგანდას. ეს არის ძალიან მარტივი”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს ეხებოდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები.
„ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები, სხვადასხვა საზოგადოების მაგალითზე ამის თქმა შეიძლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი პროპაგანდისგან დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ასევე იხილეთ