left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: როდესაც წარმოადგენ ევროკავშირს, რომლის ფულიც აქ ფარულად იხარჯება, პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ ამის გამჭვირვალობა უზრუნველყო

“როდესაც წარმოადგენ ევროკავშირს, რომლის ფულიც აქ ფარულად იხარჯება, პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ ამის გამჭვირვალობა უზრუნველყო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მე ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ელჩისგან მოგვესმინა განცხადება, რომ ევროკავშირი მზად არის, გაასაჯაროოს ფინანსები, რომლებიც ევროკავშირიდან შემოედინება საქართველოში, რომ ევროპის დემოკრატიული ფონდი აღარ იმოქმედებდა ფარულად, სპეცსამსახურის მეთოდებით საქართველოში. ვისურვებდი, მისგან მომესმინა განცხადება, სადაც ევროკავშირი პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარი მოქალაქეების ფულის ხარჯვაზე საქართველოში.

სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ფულის ნაწილი ფარულად იხარჯება საქართველოში, პოლიტიკური მიზნებით რადიკალიზაციისა და ტერორის დასაფინანსებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულით, დღეს დაკავებულები არიან ტერორით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ მუქარით, სატელეფონო ზარებით, დახვედრებით, რაც არის ლიბერალური ფაშისტური სტილი. მე მინდა, მოვისმინო ის, რაც ქართველ ხალხს სურს, რომ მოისმინოს. როდესაც წარმოადგენ ევროკავშირს, რომლის ფულიც აქ ფარულად იხარჯება, პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ ამის გამჭვირვალობა უზრუნველყო. სხვა ყველანაირი განცხადება არის გაღმა შედავების სტილი იმისთვის, რომ მერე გამოღმა ვინმეს არ შეედავონ გაუმჭვირვალობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, თუ მიდგომა არის ასეთი, რომ ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს მისი სურვილის გამო, იცოდეს, რაში იხარჯება ევროკავშირის ფული, მაშინ ეს ღიად უნდა ითქვას.

„ითქვას, რომ ეს არის ქართველი ხალხის დასჯა იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გაბედა და თავის ქვეყანაში მოითხოვა უცხო ფულის გამჭვირვალობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ