left_sabechdi

დავით ქართველიშვილი კონგრესის მოსმენებზე: ცოტა ხანში ისე გაუჭირდებათ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის” მომსახურე „ქლინინგ-კომპანიის” დამლაგებლებსაც წაიყვანენ კონგრესში თუ რა თქმა უნდა, აშშ-ს საელჩო მათ ვიზებს ჩაურტყამს

“გასაოცარი ხალხმრავლობის ფონზე ჩატარდა გუშინდელი „მეგობარი აქტის” მოსმენები”, – წერს სოციალურ ქსელში „პარტია ხალხის“ ძალის წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას ეხმაურება.
მისივე თქმით, შთამბეჭდავი იყო გამომსვლელთა დელეგაცია, თუმცა ერთი მათგანით განსაკუთრებით კმაყოფილია.
“აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი – გიული ალასანიას უნივერსიტეტის ბორდის წევრი”, – აღნიშნავს ქართველიშვილი. 
“გასაოცარი ხალხმრავლობის ფონზე ჩატარდა გუშინდელი “მეგობარი აქტის” მოსმენები. არანაკლებად შთამბეჭდავი იყო გამომსვლელთა დელეგაცია. მე იქიდან ერთმაც დამაკმაყოფილა: აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი – გიული ალასანიას უნივერსიტეტის ბორდის წევრი. ცოტა ხანში ისე გაუჭირდებათ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის” მომსახურე “ქლინინგ-კომპანიის” დამლაგებლებსაც წაიყვანენ კონგრესში თუ რა თქმა უნდა, აშშ-ს საელჩო მათ ვიზებს ჩაურტყამს”, – წერს ქართველიშვილი.
ასევე იხილეთ