left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ხატია დეკანოიძე ამაყობს, რომ ქართული პასპორტი დათმო უცხო ქვეყნის სამსახურისთვის

„ჰგონიათ, რომ ამერიკაში გადაადგილება თუ შემეზღუდება, ამის გამო დავთმობ საქართველოს სუვერენიტეტს. ხატია დეკანოიძე ამაყობს, რომ ქართული პასპორტი დათმო უცხო ქვეყნის სამსახურისთვის”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ აქვს ინფორმაცია, მალე აშშ-დან იქნება სანქციები, რომელიც პირველ ეტაპზე სავიზო შეზღუდვას შეეხება.

„სწორედ მან თქვა, არ იციან, რომ 84 ადამიანი ამერიკაში ვერ ივლისო. მას ვერ წარმოუდგენია, რომ არჩევანის წინაშე თუ დამაყენებენ, საქართველოში ეროვნული დროშით ვივლი და მაგან იაროს ლგბტ დროშით ამერიკაში. ამ არჩევანის შემთხვევაში, საქართველოს ავირჩევ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ