left_sabechdi

ნინო წილოსანი აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე: ფაქტობრივად, ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა

„ფაქტობრივად, ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა, ცდილობენ, ქართველი ხალხი დააჯერონ ამ ალტერნატიულ რეალობაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა აშშ-ის კონგრესში საქართველოს თემაზე გამართული მოსმენის შესახებ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი თვალნათელია. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტმატიმრობას, თითოეული ქართველის შეგრძნება და საქართველოს მოქალაქის ცოდნა ამ ადამიანის და დიქტატორის მოქმედებებთან დაკავშირებით გამყარებული არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა ძალიან კარგად ადევნებს თვალს, თუ რამდენად მაღალი დონის და მაღალი სტანდარტების სერვისს იღებს ის პენიტენციურ სისტემაში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.

მოსმენაზე კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა, რომ „ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია და მას საშინლად ეპყრობიან“.

ასევე იხილეთ