გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის საგაზაფხულო ეტაპზე გატანილი გოლებით მეორე ადგილზეა და ისეთ ცნობილ თავდამსხმელებს ასწრებს, როგორებიც არიან კილიამ მბაპე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ალექსანდრე ლაკაზეტი, – ამის შესახებ წერილს ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International აქვეყნებს.
„საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძის შთამბეჭდავ თამაშებს ამსტერდამში დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს, მაგრამ საკითხავია, კვლავ იხილავს თუ არა „აიაქსი“ 23 წლის თავდამსხმელს. „მეცს“ აქვს ტრანსფერის გამოსყიდვის უპირატესი შესაძლებლობა და ამ უფლებას კლუბი ლიგა 2-ში დაქვეითების შემთხვევაშიც გამოიყენებს.
„აიაქსი“ რისკავს, დაკარგოს ქართველი, რომლის საბაზრო ღირებულება ამჟამად უსწრაფესად იზრდება და შესაძლოა, მის ტრანსფერში „მეცმა“ ფინანსური მოგება ნახოს. ჩვენ მიქაუტაძის უცნაურ სეზონზე და მისი იჯარის დროს გამოვლენილ კარიერულ ზრდაზე მოგითხრობთ.
ბოლო 11 თამაშში 11 გოლი გაიტანა და „მეცის“ მწვრთნელმა ქართველ ლეგიონერს „მეცის მბაპე“ შეარქვა: მიქაუტაძე ლიგა 1-ში ბრწყინვალედ თამაშობდა და შესაძლოა, დიდ კლუბში გადავიდეს, მაგრამ „აიაქსში“ მისი სატრანსფერო ჩავარდნაც ასევე დარჩება ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსფერო ჩავარდნა.
16 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი, რომელმაც ამსტერდამში ვერაფრით ათამაშდა, „მეცში“ ყოველ კვირას აჩვენებდა, რომ ბევრი კარგი თვისება გააჩნია. შედეგად, როგორც ჩანს, მიქაუტაძე ზაფხულში „მეცს“ სოლიდური შემოსავალს მოუტანს“, – წერს ნიდერლანდური გამოცემა და ქართველი ფეხბურთელის და ლიგა 1-ის თავდამსხმელების სტატისტიკას აქვეყნებს.
ლიგა 1-ის ბომბარდირები მიქაუტაძის „მეცში“ დაბრუნების შემდეგ
ჯონათან დავიდი, ლილი – 14
გიორგი მიქაუტაძე, მეცი – 11
პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მარსელი – 11
ალექსანდრე ლაკაზეტი, ლიონი – 10
კილიან მბაპე, პსჟ – 9
ტიის დალინგა, ტულუზა – 9