top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პოზიციები გავაჟღეროთ ჩვენს კოლეგებთან ევროპარლამენტში და განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პოზიციები, გავაჟღეროთ ჩვენს კოლეგებთან ევროპარლამენტში და განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.

„საპარლამენტო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე კვირაში ევრონესტის სესიებია დაგეგმილი. არის საკითხები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ფარგლებში უნდა განვიხილოთ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს პირველად გამართავს.

ასევე იხილეთ