left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: მინდა მივმართო ბატონ უილიამ კორტნის, ვინც საქართველოს ისტორიულად კორტნიდა, მათ შორის მაშინაც, ვისი ქვეყანაც საერთოდ არ არსებობდა, ის იმპერიები დღეს აღარც არსებობენ – ასეთი ლუსტრირებული საჯარო სხდომები „კარგია“

„რაც მეტი იქნება ასეთი სხდომები საქართველოს დაკორტნასთან დაკავშირებით, მით უფრო ადვილი იქნება არჩევანი 26 ოქტომბერს?”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

იგი აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა მივმართო ბატონ კორტნის, ვინც საქართველოს ისტორიულად კორტნიდა, მათ შორის მაშინაც, ვისი ქვეყანაც საერთოდ არ არსებობდა, ის იმპერიები დღეს აღარც არსებობენ. საბედნიეროდ, ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები ეროვნულ იდენტობაზე დაყრდნობით და საქართველო დღეს არსებობს. ამიტომ, ხელი აიღონ საქართველოზე და თუ უნდათ, რომ მეგობრული ხელი გამოგვიწოდონ, ეს მეგობრული ხელი არ არის. ამას ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და მარტივი იქნება არჩევანი. ერთი მხრივ, ასეთი ლუსტრირებული საჯარო სხდომები „კარგია“ იმით, რომ რაც მეტი იქნება ასეთი სხდომები საქართველოს დაკორტნასთან დაკავშირებით, მით უფრო ადვილი იქნება არჩევანი 26 ოქტომბერს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა: „თუ არჩევნები მასიურად გაყალბდება, საქართველოში შესაძლოა, როგორც უკრაინაში, ფერადი რევოლუცია მოხდეს“.

მოსმენაზე კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა, რომ „ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია და მას საშინლად ეპყრობიან“.

ასევე იხილეთ