leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: დემოკრატიული ფასეულობების გულისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არის ძალიან უხერხული, არარელევანტური და ღიმილისმომგვრელი

“ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში არ იყოს დაშვებული ისეთი შეცდომები, რომლის მაგალითებით, სამწუხაროდ აქამდე გვაქვს”, –  ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასეთ მაგალითებად 1991 და 2008 წლები დაასახელა. მისი თქმით, პირველ შემთხვევაში, საბჭოთა ოკუპაციის დამარცხების შემდეგ, ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვა დასავლელმა პარტნიორებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს და მათმა მხარდაჭერამ დააგვიანა, რამაც ჯერ თბილისის ომი, შემდეგ კი აფხაზეთისა და ცხინვალი ოკუპაცია წაახალისა. 2008 წელს კი ევროპამ და ამერიკამ არ დაუწესეს სანქციები რუსეთს, რითაც წაახალისეს უკრაინის ოკუპაცია.

„ცხადია, ნებისმიერი საუბრები სანქცირებაზე, რომლებიც თუნდაც პარლამენტის წევრების მიერ პარლამენტში კანონის მიღებასთან არის დაკავშირებული, მსგავსი შეცდომა იქნება. ეს შეცდომა არ უნდა იყოს დაშვებული და საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და ეს შეცდომები აღარ განმეორდება. მაგრამ ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, ასეთი შეცდომები იყოს დაშვებული, შევლენ ისტორიაში, როგორც საკუთარი ქვეყნის მოღალატეები. დემოკრატიული ფასეულობების გულისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არის ძალიან უხერხული, არარელევანტური და ღიმილისმომგვრელი, მით უმეტეს როდესაც ამას არანაირი შედეგი არ იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ასევე იხილეთ