left_sabechdi

საკრებულოში პალერმოს მერის მოადგილეს, მაურიციოკარტას, უმასპინძლეს

თბილისის წარმომადგენლობიორგანოში, საკრებულოსთავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ და საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისოურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ,პალერმოს მერის მოადგილესთან, მაურიციო კარტასთან,სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ფონდისცხოვრებამშვენიერიაორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე თბილისსადა პალერმოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეისაუბრეს. მაურიციო კარტა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14  ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ზურაბ  აბაშიძემ და ლევან არველაძემ იტალიელ სტუმარსთბილისის საკრებულოს მუშაობისა და დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების  შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. როგორც ლევანარველაძემ განაცხადა, ფონდთან  „ცხოვრება მშვენიერია“ერთად მუნიციპალიტეტის დონეზე უკვე გაიმართა რამდენიმეშეხვედრა და ამ შეხვედრებზე თბილისსა და პალერმოს, როგორც დამეგობრებულ ქალაქებს, შორის თანამშრომლობისგანახლების საკითხები განიხილეს.

„დღეს ქალაქ პალერმოს მერის მოადგილესთან, მაურიციო კარტასთან, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. საუბარი გვქონდა პალერმოსა და თბილისს შორის არსებული დაძმობილების ხელშეკრულების განახლებაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე. დაიგეგმა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებები და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მეგობრული და ახლო ურთიერთობის გაგრძელებასა და გაღრმავებას ორ ქალაქს შორის“, – განაცხადა ლევან არველაძემ.

პალერმოს მერის მოადგილემ, მაურიციო კარტამ, თბილისისსაკრებულოს წევრებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადადა აღნიშნა,  რომ ორ დაძმობილებულ ქალაქს, პალერმოსა  დათბილისს, შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობასა და თბილისისა და პალერმოს დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ასევე იხილეთ