leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯეიკ სალივანი: უახლოეს კვირებში უკრაინა სამხედრო დახმარების დამატებით პაკეტებს მიიღებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინა სამხედრო დახმარების დამატებით პაკეტებს მიიღებს.

„უახლოეს კვირებში შეგიძლიათ ელოდოთ განცხადებებს უკრაინაში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების შემდგომი მიწოდების შესახებ“, – აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტებმა გამოიწვია ცვლილებები ბრძოლის ველზე და გააუმჯობესა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები.

ასევე იხილეთ