left_sabechdi

დავით ქართველიშვილი მარინა კალიურანდის განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტარებმა არ იციან, რომელია საქართველოს დედაქალაქი: ეს არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში ნატა საბანაძის ელჩად მუშაობის წარმატებაზე

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის 2021 წლის განცხადებას იხსენებს, სადაც ის ამბობდა, რომ 705 ევროდეპუტატიდან უმრავლესობამ არ იცის, რომელია საქართველოს დედაქალაქი.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს განცხადება მეტყველებს, თუ როგორი წარმატებით მუშაობდა ევროკავშირში საქართველოს ელჩად ნატალია საბანაძე.

„2021 წლის 28 ივნისი, ევროპარლამენტის დეპუტატი მარინა კალიურანდი (რაევსკაია): „ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია“. ეს არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში ნატა საბანაძის ელჩად მუშაობის პერიოდსა და ამ მუშაობის წარმატებაზე…“ – წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქზე.

ასევე იხილეთ