ზურაბ ქადაგიძე: დამანგრეველი ეფექტი აქვს „ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან
„დამანგრეველი ეფექტი აქვს „ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან, ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით. ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდას ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში!“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.
ქადაგიძის თქმით, კატასტროფულად იზრდება საკუთარი თავის იდენტიფიცირების მაჩვენებელი, როგორც “ლგბტ” თემის წარმომადგენლისა და მიზანმიმართული ტყუილი და ფარსია ის “ნარატივი”, რომ აგიტაცია-პროპაგანდა არ მუშაობს და ბუნებრივ პროცესზეა საუბარი.
„აშშ-ს საზოგადოებაში და კონკრეტულად ახალგაზრდებში, კატასტროფულად იზრდება საკუთარი თავის იდენტიფიცირების მაჩვენებელი, როგორც “ლგბტ” თემის წარმომადგენლისა.
სურათზე მოცემულია თაობათა შორის და წლების მიხედვით მაჩვენებლის მზარდი დინამიკა.
მიზანმიმართული ტყუილი და ფარსია ის “ნარატივი”, რომ აგიტაცია-პროპაგანდა არ მუშაობს და ბუნებრივ პროცესზეა საუბარი.
პრიმიტიული მაგალითი:
– წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი გენეტიკის მქონე ბავშვი, აუცილებლად დაიწყებს საუბარს იმ ენაზე, რაზეც საუბრობდა მისი გარემოცვა!
დამანგრეველი ეფექტი აქვს “ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან, ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით.
ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდას ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.