კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მდინარე გუდალურაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“მიმდინარე სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის განხორციელების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. ხიდის აღდგენის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ვერ ბალ გრუპ“-ი ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.