top_leaderboard
left_sabechdi

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის შემუშავება მიმდინარეობს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის შემუშავება მიმდინარეობს.

მენეჯმენტის გეგმის მიზანია, განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები. მენეჯმენტის გეგმა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას, საზოგადოების გარემოსდაცვითგანათლებას, ეკოტურიზმის განვითარებას.

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი მზადდება საქართველოსა და შვედეთის მთავრობების თანამშრომლობის პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია
„ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა
დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში მდებარეობს და მოიცავს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, იორის, ყორუღის და ცივ-გომბორის აღკვეთილებს. მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს მნიშვნელოვანი რეკრეაციული ღირებულება და
ეკოტურისტული პოტენციალი გააჩნია.

ასევე იხილეთ