leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: გაუგებარია, რა საფუძვლით უნდა დაუწესდეს სანქცია დეპუტატს, მთავრობის წევრს თუ ნებისმიერ სხვას, რომელმაც მხარი დაუჭირა იმ კანონს, რაც გააძლიერებს დემოკრატიას

„გამჭვირვალობის კანონი არის საქართველოს შიდა საქმე, რომლის მიზანიც არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის აუცილებელი.

„ყოვლად გაუგებარია, რა საფუძვლით უნდა დაუწესდეს სანქცია, იქნება ეს დეპუტატი, მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოში იმ კანონს, რაც გააძლიერებს დემოკრატიას. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ასევე იხილეთ