თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტრო მგზავრების მომსახურებას ვერ ახერხებს.
მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე შესაბამისი ჯგუფი მუშაობს.