left_sabechdi

საფრანგეთი უკრაინას mirage 2000-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას mirage 2000-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთი აგრეთვე, ამ თვითმფრინავების სამართავად გადაამზადებს უკრაინელ პილოტებს.

„ხვალ, ჩვენ თანამშრომლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ და გამოვაცხადებთ Mirage 2000-5-ის სერიის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ. ეს, ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავებია, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემენ, დაიცვან საკუთარი მიწა და საჰაერო სივრცე.

ხვალიდან, ჩვენ პილოტების გადამზადების პროგრამას დავიწყებთ და ამ თვითმფრინავებს, უკრაინას წლის ბოლომდე გადავცემთ“, – ციტირებს მაკრონის სიტყვებს France24.

ასევე იხილეთ