left_sabechdi

თეა წულუკიანი: სკოლაში როდესაც ვსწავლობდი, დიდ ბიჭებს რომ უნდოდათ ხოლმე ჩხუბი, მიდიოდნენ სკოლის უკანა ეზოში. როდესაც საქართველომ თქვა, რომ არ უნდა იყოს „უკანა ეზო“, ვიღაცისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა

ამიტომ არის ეს მთავრობა ვიღაცის გადასახედიდან ცუდი, რომ აქ [საქართველოში] არ დაუშვა უკანა ეზოიზაცია, თუ უკრაინიზაცია”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ აღიქვა პარალელი საქართველოსა და უკრაინას შორის კონგრესში მოსმენის დროს, როდესაც კონგრესმენების საუბრის ლაიტმოტივი იყო პარალელი უკრაინასა და საქართველოს შორის, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ საქართველოში ახლა არის ის მომენტი, რომელიც იდგა 2014 წელს უკრაინაში და მაშინ უკრაინამ სწორი არჩევანი გააკეთა და ახლა საარჩევნო პროცესზე და არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული რა მოხდება საქართველოში.

„ყველაფერი ისევ და ისევ კავშირშია იმასთან, რომ უკრაინიზაცია უნდა მომხდარიყო, ვერ მოხდა და როგორღაც მაინც უნდა მოხდეს. სკოლაში როდესაც ვსწავლობდი, დიდ ბიჭებს როდესაც უნდოდათ ხოლმე ჩხუბი, მიდიოდნენ სკოლის უკანა ეზოში საჩხუბრად. როდესაც საქართველო ამბობს, რომ შეუძლია მათთან ერთად იბრძოლოს, გვერდში დაუდგეს, მაგრამ არ უნდა იყოს „უკანა ეზო“, რადგან აღარ იარსებებს, ვიღაცისთვის ეს ერთ მშვენიერ დღეს მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ არის ეს მთავრობა ვიღაცის გადასახედიდან ცუდი, რომ აქ [საქართველოში] არ დაუშვა უკანა ეზოიზაცია, თუ უკრაინიზაცია“, – აღნიშნა წულუკიანმა.

„საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული.

ასევე იხილეთ