left_sabechdi

თეა წულუკიანი: ღიმილის მომგვრელია, როდესაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ ისეთ ქარიშხალს, როგორიც ბუდუ ზივზივაძეა რამე აიძულო – ყველა უნდა დასერიოზულდეს, როდესაც ისტორიული ასპარეზობის წინ თავდასხმებია იმათზე, ვინც მინდორზე უნდა გამოვიდეს

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ ისეთ ქარიშხალს, როგორიც ბუდუ ზივზივაძეა რამე აიძულო – ყველა უნდა დასერიოზულდეს, როდესაც ისტორიული ასპარეზობის წინ თავდასხმებია იმათზე, ვინც მინდორზე უნდა გამოვიდეს”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ასეთ დროს რა თქმა უნდა ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა დიდი სპორტული შეჯიბრებისთვის მთავარი მაინც მორალური ფორმაა, როგორ სულიერ მდგომარეობაში ხარ. სწორედ ამაზე უნდათ დარტყმა.

აკრიტიკო კვარაცხელია, ზივზივაძე თუ სხვები იმაზე, თუ რატომ არ აქვთ სამოქალაქო პოზიცია, ეს მათ ფიზიკურ მონაცემებზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ მათ სულიერ მდგომარეობაზე. არის მცდელობა, რომ რაღაცა ხინჯი გაუჩინონ, ეჭვი შეაპარონ საკუთარ სწორ პოზიციაში. მე მათ საუკეთესო მორალურ ფორმასა და შემართებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ გამარჯვებებსაც მოიტანენ თუ მივცემთ საშუალებას რომ მოედანზე მშვიდი გონებით იბრძოლონ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების მეტოქე თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრები იქნება.

ასევე იხილეთ