left_sabechdi

თეა წულუკიანი: ძალიან ცუდ რამეებს უნდა ფიქრობდე საკუთარ ამომრჩეველზე, როდესაც ხარ სალომე ზურაბიშვილი და ფიქრობ, რომ ამომრჩეველი დაგიჯერებს, თუ ეტყვი, რომ მიშა სააკაშვილი უდრის ევროპას

„ძალიან ცუდ რამეებს უნდა ფიქრობდე საკუთარ ამომრჩეველზე, როდესაც ხარ სალომე ზურაბიშვილი და ფიქრობ, რომ ამომრჩეველი დაგიჯერებს, თუ ეტყვი, რომ მიშა სააკაშვილი უდრის ევროპას”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წამყვანმა ვიცე-პრემიერს ჰკითხა, ევროპული საბურველით შეფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენად შეიძლება სატყუარა აღმოჩნდეს ამომრჩევლისთვის მაშინ, როდესაც ევროპა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია.

„სატყუარა, მანიპულაცია და ისევ და ისევ ძალიან დაბალი წარმოდგენის ქონა ამომრჩეველზე. ძალიან ცუდ რამეებს უნდა ფიქრობდე საკუთარ ამომრჩეველზე, როდესაც ხარ სალომე ზურაბიშვილი და ფიქრობ, რომ ამომრჩეველი დაგიჯერებს, თუ ეტყვი, რომ მიშა სააკაშვილი უდრის ევროპას. თუ ეტყვი, რომ ის, ვინც კასკადი ჩაიდინა ღალატების, ის არის დედა ევროპა. ამას ქართველი არ დაიჯერებს, რადგან მთავარი ღირებულება ჩვენთვის არის ერთგულება. ასე მოვაღწიეთ რაღაცნაირად. კი იყო ღალატები, არის ამის ფატები ჩვენს ისტორიაში, მაგრამ მაინც ერთგულება და მტრის წინააღმდეგ პირის შეკვრა გვახასიათებდა. ევროპული ვერ იქნებიან ის ადამიანები, ვინც ებრძვიან ყველაფერ იმას, რაც არის ქართული – იქნება ეს კულტურა, ტრადიციული ღირებულებები, თუ ეკლესია“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ