left_sabechdi

გიორგი გაბუნია სალომე ზურაბიშვილზე: ის არ შეიძლება, ჩაითვალოს მსხვილ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ

„ის არ შეიძლება, ჩაითვალოს მსხვილ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ დამფუძნებელმა გიორგი გაბუნიამ „იმედი LIVE“-ში.

„ქალბატონი სალომეს პოზიცია გასაკვირია ნამდვილად იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია, ის გახდა იმ პოლიტიკური გუნდის თანამოაზრე, რომელსაც წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა და ებრძოდა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ეს მისი არჩევანია. მე პირადად ვფიქრობ დამჯერა, რომ ის არ შეიძლება, ჩაითვალოს მსხვილ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ და ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკური რეიტინგი უნდა იყოს იქ, სადაც მაშინ იყო, როცა მმართველი გუნდი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევის დროს იყოს კიდევ უფრო მეტი დისკუსია და საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ იქნება შერჩეული ღირსეული კანდიდატი”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ასევე იხილეთ