left_sabechdi

თეა წულუკიანი მსახიობების ნაწილის პროტესტზე: ის ხმაურიანი პატარა ჯგუფი შეიძლება გაფიქრებინებთ, რომ მთელი სისტემა ამ ჭკუაზეა, მაგრამ ასე არ არის

„ის ხმაურიანი პატარა ჯგუფი შეიძლება გაფიქრებინებთ, რომ მთელი სისტემა ამ ჭკუაზეა, მაგრამ ასე არ არის. ჩვენს 4 სახელოვნებო უნივერსიტეტში სწავლა გრძელდება და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დარტყმები, მათ შორის სანქციებით, ჩვენს თავზე ავიღოთ, რომ სტუდენტებმა მშვიდობიანად ისწავლონ”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ხელოვნების წარმომადგენლების პროტესტზე საუბრისას განაცხადა.

„ის პატარა ჯგუფი, რომელიც ხმაურობს ან/და 3 სახელოვნებო სასწავლებლებიდან სტუდენტები, რომლებიც მოდიან, რომ მინისტრს პიკეტი მოუწყონ, ვიტყვი, რომ ეს არ არის ის ოდენობა, რომელიც მოწმობს, რომ სახელოვნებო სასწავლებლებში უმრავლესობა ვერ ხვდება რა გაჭირვებაში არის მისი სამშობლო და რომ ეს მთავრობა რეალურად არის ინსტრუმენტი, როგორც ჩაფხუტი, რომელიც ახურავს ადამიანს, რომელიც გასაჭირშია და სულელი უნდა იყო, რომ გაჭირვებაში ეს რკინის ქუდი მოიხსნა და გადააგდო. ამიტომ ჩვენი სისტემის წარმომადგენლების 99% ამას ხვდება, ინარჩუნებენ თავმდაბლობას, მოკრძალებას, აგრძელებენ თავიანთი საქმის კეთებას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ