top_leaderboard
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“სოფელ ერთაწმინდაში, 760 გრძივი მეტრი გზის არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

გზაზე უკვე მოწყობილია დამცავი კედელი და დასრულების პროცესშია სანიაღვრე არხის მოწყობა. პარალელირად მიმდინარეობს სასმელი წყლის გაყვანილობის გზიდან არიდების სამუშაოები. გზაზე დაიგება არმირებული ბეტონის საფარი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილებას. პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბესკო“ ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ