left_sabechdi

WhoScored: ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში წარმატებული დრიბლინგებით ხვიჩა კვარაცხელია მეორე ადგილზეა

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშეთა შორის წარმატებული დრიბლინგებისრაოდენობით გამოარჩიეს – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის სტატისტიკა WhoScored-მა გამოაქვეყნა.

საფეხბურთო ანალიტიკური ინტერნეტპორტალისმონაცემებით, კვარაცხელიამ შესარჩევ ციკლში 38 წარმატებული დრიბლინგით გამოიჩინა თავი, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ნაკრებების მოთამაშეთა შორის მეორე შედეგია.

პირველ ადგილზე ბელგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ 22 წლის ფლანგის შემტევი ჯერემი დოკუ გავიდა, რომელსაც 44 წარმატებული დრიბლინგი დაუგროვდა, ხოლო სამეულის ბოლოში პორტუგალიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფლანგის მცველი ჟოაუ კანსელუა – 27 დრიბლინგი.

ბელგიელისა და პორტუგალიელის წარმატებული თამაში გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, რომ მათი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით იოლად გავიდნენ. ამის ფონზე ხვიჩას სტატისტიკა უფრო დასაფასებელია, რადგან საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე ერთა ლიგის გზით მოხვდა, შესარჩევ ეტაპზე კი მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.

ასევე იხილეთ