left_sabechdi

რატი იონათამიშვილი სავიზო შეზღუდვებზე: სია მაინც იდუმალია და არ ნახა მზის სინათლე. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ორიენტირებული ურთიერთობების გადატვირთვაზე

„სია მაინც იდუმალია და ასე არ ნახა მზის სინათლე. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ორიენტირებული ურთიერთობების გადატვირთვაზე”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ფაქტობრივად ყოველდღე ერთი და იგივე შინაარსის ბრიფინგი გვესმის სანქციებთან დაკავშირებით. სია მაინც იდუმალია და ასე არ ნახა მზის სინათლე. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ორიენტირებული ურთიერთობების გადატვირთვაზე, ვინაიდან წინა ელჩის განმავლობაში არაერთი მიმართულება საკმაოდ დაზიანდა ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს განმტკიცებული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.

ასევე იხილეთ