leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ის კამპანია, რომელსაც ეწევიან აქტივისტები, ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციის წარმომადგენლები, არანაირ ნორმაში და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში არ წერია

„ეს არის მართული კამპანია, რომელსაც ეწევიან აქტივისტები, ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რაც მიმართულია მმართველი გუნდის დეპუტატების შეურაცხყოფისკენ”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ აგორებულ აგრესიულ კამპანიას.

„ამას საჯაროდაც არ ერიდებიან, მაგრამ არის პირადი გზავნილებიც, პირადი ინფორმაციის მოპოვება. ამას მახინჯი სახე აქვს მიღებული და არანაირ ნორმაში და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში არ წერია ის, რასაც ეს ხალხი ახორციელებს. ასეთ აქტივობებს ახალისებს ზუსტად ის განცხადებები, რაც კეთდება ძალიან ხშირად ჩვენი პარტნიორების მხრიდან ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სოციალურ ქსელში მუქარის და ბულინგის შემცველ, მოკლეტექსტური შეტყობინების სქრინებს ავრცელებენ. წერენ, რომ შეტყობინებები მათ უცხო ნომრებიდან მიუვიდათ. დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს არის იმ აგრესიული კამპანიის გაგრძელება, რომელსაც რადიკალური ჯგუფები ეწევიან.

ასევე იხილეთ