left_sabechdi

ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

მეორე დღეა დედაქალაქი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმს სახელწოდებით “ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება” მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

სესია ჯანსაღი ცხოვრების წესი: ვარჯიში, დასვენება, სწორი კვება თბილისის საკრებულოს წევრმა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ გახსნა. შესავალ სიტყვაში მან ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და პოპულარიზაციის საქმეში მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია, ახალი თაობისთვის მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოგარემოს შექმნაა.

ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი არაერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯს დგამს. დღეს ჩვენ ვიბრუნებთ წინა ხელისუფლების მიერ საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისებულ სპორტულ მოედნებს და მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სპორტულ ინფრასტრუქტურად ვაქცევთ.

ვაშენებთ მულტიფუნქციურ ცენტრებს. ყველა ახალ თუ რეაბილიტირებულ პარკსა და სკვერში სატრენაჟორო ზონები ეწყობა. მუნიციპალიტეტი აფინანსებს სხვადასხვა სპორტულ და გამაჯანსაღებელ პროგრამებს. ხელს უწყობს როგორც მასობრივი, ასევე,
პროფესიონალური სპორტის განვითარებას – ეხმარება ფედერაციებს და აფინანსებს წარმატებულ სპორტსმენებს… ‘’,-განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ავთანდილ ცინცაძემ ასევე ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცნობილი სპორტსმენების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფიზიკური აქტივობა, დარბაზებში თუ გარე სივრცეში ვარჯიში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამაში ჩვენი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაც არის იმ სახელოვან სპორტსმენებთან, მედიკოსებთან,
მწვრთნელებთან, ფიტნესის ინსტრუქტორებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა”, – აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და
აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარების და ახალი იდეების გააზრების ეფექტიანი პლატფორმაა, რომელიც ქმნის თანამშრომლობის ჩამოყალიბების და ქალაქების
განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას.

ასევე იხილეთ