leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი მუქარის შემცველ შეტყობინებებზე: აუცილებლად დავდებთ რეკომენდაციას, რომ ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში იყოს უზრუნველყოფილი და დაცული, საკანონმდებლო დონეზე იყოს დარეგულირებული ამგვარი დანაშაულები

„აუცილებლად დავდებთ კონკრეტულ რეკომენდაციას იმისთვის, რომ ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში იყოს უზრუნველყოფილი და დაცული, მინიმუმ საკანონმდებლო დონეზე იყოს დარეგულირებული ამგვარი დანაშაულები”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ქალი პოლიტიკოსების მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ საუბრისას.

„სიტყვებიც არ მეყოფა, აღვწერო ის საშინელებები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მისდით ჩემს ქალ კოლეგებს. ამიტომ სიტყვიერად დაგმობა არ არის საკმარისი. ჩვენ აუცილებლად გვექნება კოორდინაცია და იურიდიულად ამ საკითხების გავლა იმიტომ, რომ განსაკუთრებით ქალი პოლიტიკოსების მიმართ ამგვარი ხასიათის დამაშინებელი და შეურაცხმყოფელი ინტენსიური ფსიქოლოგიური ტერორის მოწყობა ნამდვილად არ შეიძლება, არ იყოს გათვალისწინებული რომელიმე კონკრეტული მუხლით. და თუ არის ასეთი, აუცილებლად დავდებთ კონკრეტულ რეკომენდაციას იმისთვის, რომ ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში იყოს უზრუნველყოფილი და დაცული, მინიმუმ საკანონმდებლო დონეზე იყოს დარეგულირებული ამგვარი დანაშაულები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სოციალურ ქსელში მუქარის და ბულინგის შემცველ, მოკლეტექსტური შეტყობინების სქრინებს ავრცელებენ. წერენ, რომ შეტყობინებები მათ უცხო ნომრებიდან მიუვიდათ. დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს არის იმ აგრესიული კამპანიის გაგრძელება, რომელსაც რადიკალური ჯგუფები ეწევიან.

ასევე იხილეთ