leaderboard_below_slide
left_sabechdi

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ფერეიდნიდან საქართველომდე“ მიერ ფერეიდნელებისთვის საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოპოვების პრობლემებთან დაკავშირებით წარმოდგენილ პეტიციაზე  მხარდამჭერთა ხელმოწერების  ნამდვილობის შემოწმების შედეგებზე იმსჯელა.

 

კომიტეტის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც წარმოდგენილი ხელმოწერებიდან 17 ბათილად ცნეს, თუმცა ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (335) აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ 300 ხელმოწერას. შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პეტიცია განსახილველად გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს. 

 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს.

ასევე იხილეთ