აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის მოქმედ ლიდერს, ჯო ბაიდენს „ბოროტი ძალები“ აკონტროლებენ. ამის შესახებ Mirror წერს.
„ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ ვებრძვით ძალიან ბოროტ ძალებს და ისინი ძალიან ჭკვიანები არიან.
ეს არიან ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ბაიდენს. ეს სრული სიმართლეა. შესაძლოა, მათ ნამდვილად სჯერათ საკუთარი ავადმყოფური იდეოლოგიის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.