მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ძალიან ბევრი წვლილი გვაქვს შეტანილი, მათ შორის, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში
„ჩვენ ძალიან ბევრი წვლილი გვაქვს შეტანილი, მათ შორის, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ამ ვითარებაში ნამდვილად არასწორია”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით გააკეთა.
„ჩვეულებრივი ამბავი რომ იყო ადამიანის უფლებები უხეში დარღვევა, არ გქონია რეაქცია, ახლა აკეთებ რეაგირებას კანონის მიღების, დემოკრატიული პროცესის გამო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ყოფილიყო და იყოს სტრატეგიული. ჩვენ ძალიან ბევრი წვლილი გვაქვს შეტანილი, მათ შორის, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ამ ვითარებაში ნამდვილად არასწორია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.