leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი „ატლანტიკური საბჭოს“ რეიტინგზე: ყველა მონაცემი ადასტურებს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა, ქვეყანა მოწინავე ყოფილიყო დემოკრატიული მაჩვენებლებით

„ყველა მონაცემი ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა, ქვეყანა მოწინავე ყოფილიყო დემოკრატიულიიმ მაჩვენებლებით, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ყველა მონაცემი, თუკი რამე კეთდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა, ქვეყანა მოწინავე ყოფილიყო იმ მაჩვენებლებით, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. ამ პირობებში ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აშანტაჟებენ სწორედ ამავე მიზეზებით, ეს ძალიან უცნაურია. ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.

ასევე იხილეთ