left_sabechdi

გიორგი კახიანი: უმრავლესობის ყოველ წევრს გათავისებული გვაქვს ერთი რამ, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესსა და სუვერენიტეტს და ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის

„უმრავლესობის ყოველ წევრს გათავისებული გვაქვს ერთი რამ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა აშშ-ის მხრიდან დაწესებული სავიზო შეზღუდვების შეფასებისას.

„ადრე თუ გვიან ამ პროცესის ნორმალიზება აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ ეს არის ორივე მხარის ინტერესში. სამწუხაროდ, ასეთი მოქმედებები ახანგრძლივებს ამ დროს. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, როდესაც კონკრეტული პირების დასანქცირება ხდება. უმრავლესობის ყოველ წევრს გათავისებული გვაქვს ერთი რამ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.

ასევე იხილეთ