left_sabechdi

ელისო ბოლქვაძე: ჩემს ადვოკატს შევხვდი საფრანგეთში, საქართველოშიც შევხვდები და ყველა იმ მუქარის შემცველ ტექსტს აუცილებლად განვიხილავთ

„მე გუშინ ჩემს ადვოკატს შევხვდი საფრანგეთში, საქართველოშიც შევხვდები და ყველა იმ მუქარის შემცველ ტექსტს აუცილებლად განვიხილავთ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ.

„ეს არის სამარცხვინო, ეს არის ფაშიზმი, რომელსაც ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საქართველოში და ამას ხალხი გასცემს პასუხს 26 ოქტომბერს. ეხლა როგორც უნდათ, ისე გადაწყვიტონ – მე პოლიტიკოსად ვვარგივარ თუ მუსიკოსად არ ვვარგივარ. ეს არ მოქმედებს ჩემზე. ასე რომ ეს შეგიძლიათ, გააგრძელოთ ეს, მაგრამ მუქარის შემცველ მესიჯებს ნამდვილად ექნება გამოკვლევა. მე გუშინ ჩემს ადვოკატს შევხვდი საფრანგეთში, საქართველოშიც შევხვდები და ყველა იმ მუქარის შემცველ ტექსტს აუცილებლად განვიხილავთ“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ელისო ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინებები გამოაქვეყნა, რომლებსაც მისი განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნიდან უგზავნიან.

ასევე იხილეთ