leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: სანქცირებით დემოკრატია ნაგავსაყრელზე არის მოსროლილი

“ვიზის შეზღუდვის მოტივი არის იმდენად წარმოუდგენელი და არასერიოზული, რომ, ფაქტობრივად, სანქცირებით დემოკრატია ნაგავსაყრელზე არის მოსროლილი”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო შეზღუდვების ოფიციალურად გამოცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენი შეთავაზება და გაცხადებული პოზიცია ძალაშია: ჩვენი პარტიის ლიდერიდან დაწყებული თითოეული ჩვენგანი ვადასტურებთ მზაობას და თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ის საკითხები, რაც საჭიროებს გადახედვას, ამ წლების განმავლობაში დაგროვილი კონკრეტული შემაშფოთებელი ფაქტები, რაც საქართველოში ხდებოდა მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსებებით და სხვადასხვა აქტივობით და თუნდაც ამ დონემდე მისული რიტორიკა, ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროებს გადახალისებას. თავისთავად, ჩვენ ველოდებით, რომ პარტნიორი ქვეყანა დაინახავს საქართველოსთან თანამშრომლობის გადახალისების აუცილებლობას და ჩვენ გადავალთ სხვა რეჟიმში.

ასევე აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო თავად სანქციების მიზეზს და საფუძველს. მესმის, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, ამ სანქციებზე მიდის საუბარი. გუშინაც არაფერი ახალი ამასთან დაკავშირებით არ გაგვიგია, თუმცა ვიზის შეზღუდვის მოტივი არის იმდენად წარმოუდგენელი და არასერიოზული, რომ, ფაქტობრივად, სანქცირებით დემოკრატია ნაგავსაყრელზე არის მოსროლილი. ჩვენ როგორც ამ ქვეყნის ლეგიტიმური კანონმდებლები, უფლებამოსილები ვართ მანდატით, რომ ქართველი ხალხის სახელით მივიღოთ გადაწყვეტილებები, კანონები და განსაკუთრებით ისეთი კანონები, რომლებიც ყველა ამ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის შემთხვევაში სხვადასხვა ფორმით მუშაობს და არსებობს. ამ კანონმდებლობის მიღებისთვის რომელიმე ჩვენგანის დასანქცირება ნიშნავს, რომ ერთმნიშვნელოვნად ხაზი არის გადასმული იმაზე, რომ ქვეყანას მართავს მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლება, და პირიქით, გვეუბნებიან, რომ ქვეყანა უნდა იმართოს დირექტიულად, რაც დემოკრატიისთვის წარმოუდგენელი სტანდარტია“, – აღნიშნა წილოსანმა.

 

ასევე იხილეთ