გიორგი კალანდარიშვილი: ადგილობრივად იქნება თუ საერთაშორისო მხრიდან გაკეთებული დამაზიანებელი შეფასებები, პოლარიზებული გარემოს პირობებში, ვითარებას ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს
“ადგილობრივად იქნება თუ საერთაშორისო მხრიდან გაკეთებული დამაზიანებელი შეფასებები, საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში პოლარიზებული გარემოს პირობებში, ვითარებას ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„8 პილოტი ჩატარდა ქვეყანაში, განვითარდა და დაიხვეწა ხმის მიცემის პროცესები, გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების შესაძლებლობას. უპრეცედენტო შემთხვევის გადათვლები, რომელიც ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო უბანზე იქნება განხორციელებული, სადაც კი ტექნოლოგიური საშუალებები განთავსდება – ეს არის ამომრჩეველთა თითქმის, 90% და საარჩევნო უბნების 80%. ეს არის ის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გვექნება.
ფაქტობრივად, სპობს მანიპულაციების სივრცეს. ბუნებრივია, ასეთი ტენდენციები, ეს ადგილობრივად იქნება თუ საერთაშორისო მხრიდან გაკეთებული დამაზიანებელი შეფასებები, პოლარიზებული გარემოს პირობებში საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში ვითარებას ამძიმებს, უფრო რთულს ხდის არჩევნების მთლიანობას აზიანებს, რაც ძალია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შესაბამისი ხარისხის არჩევნები ჩატარდეს და ხელი შეეწყოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომ მორიგი არჩევნები ჩატარდეს მართლაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.