თეა წულუკიანმა აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს შეცდომა უწოდა. როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მედიასთან აღნიშნა, ეს შეცდომა გამოსწორდება.
„ძალიან არ მაინტერესებს რას ფიქრობს ჩვენი ოპოზიცია, რით სულდგმულობს და საზრდოობს, ვინაიდან მათ შესახებ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი. ისინი ებრძვიან საკუთარ ქვეყანასა და სახელმწიფოს. ჩემთვის უფრო მეტად საინტერესოა საზოგადოებამ გაიგოს როგორია ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი ძალიან დასანანი შეცდომა აშშ-ს მხრიდან იმ სტრატეგიულ, პარტნიორულ ურთიერთობებში, რომელიც ორ სახელმწიფოს აკავშირებს. ამ შეცდომის გამოსწორების დროც დადგება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი პოზიციას შეიცვლის, თუმცა ამ მომენტს მომწიფება სჭირდება”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.