შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: როცა ხედავენ, რომ 12 წელია ქართველი ხალხისგან მათ აქვთ მყარი უარი, ერთი გრამი ძალაუფლება არ ჩაუვარდეთ ხელში, ერთადერთი გზა არის დემოკრატიის გვერდის ავლით, ძალადობით ხელისუფლების მოპოვება
„როცა ხედავენ, რომ 12 წელია ქართველი ხალხისგან მათ აქვთ მყარი უარი, ერთი გრამი ძალაუფლება არ ჩაუვარდეთ ხელში, ერთადერთი გზა არის დემოკრატიის გვერდის ავლით, ძალადობით ხელისუფლების მოპოვება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
იგი საქართველოში მაიდანიზაციის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„როცა ხედავენ, რომ 12 წელია ქართველი ხალხისგან მათ აქვთ მყარი უარი, ერთი გრამი ძალაუფლება არ ჩაუვარდეთ ხელში, ერთადერთი გზა არის დემოკრატიის გვერდის ავლით, ძალადობით ხელისუფლების მოპოვება ამას ცდილობდნენ ისინი 12 წელია და ამას ცდილობენ ისინი ახლაც. ეს არის შემაშფოთებელი, რომ ამას აკეთებენ ქართველი ადამიანები. ძალაუფლება რომ აიღონ ხელში და შემდეგ სხვისი დავალებები შეასრულონ ქვეყანაში, ამის გამო შეუძლიათ ქვეყანა გაწირონ არეულობისკენ. სინამდვილეში, მიზანი ერთი აქვთ, ხელისუფლებაში მოსვლა, ოღონდ არა ხალხისთვის, არც თავისთვის უნდათ ეს ხელისუფლება, მათ უნდათ, ხელისუფლება მოიპოვონ სხვისთვის – სხვა გარე ქვეყნებისთვის და ჯგუფებისთვის, რომ მათი დავალებები და სურვილები შეასრულონ საქართველოს მეშვეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.