leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერი დალაგდება. კანდიდატის სტატუსზეც გვჩაგრეს და ვერ დაგვჩაგრეს – ყველას მოუწევს ჭეშმარიტების აღიარება

„ყველაფერი დალაგდება, წინსვლით მივალთ დანიშნულების ადგილამდე, კანდიდატის სტატუსზე გვჩაგრეს და ბოლოს ვერ დაგვჩაგრეს, საბოლოოდ, მოუწევს ყველას ჭეშმარიტების აღიარება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, ვინ ვართ და რა მიღწევები გვაქვს. სხვების დამოკიდებულებები იცვლება იმის მიხედვით, რომელი ხელისუფლება არის ამა თუ იმ ქვეყანაში. ასე რომ, ეს ყველაფერი თავის დროზე ყველანაირად დალაგდება და ჩვენი წინსვლით მივალთ იმ დანიშნულების ადგილამდე, საითაც მივდივართ. ასე იყო აქამდეც, როგორც კანდიდატის სტატუსზე გვჩაგრეს და ბოლოს ვერ დაგვჩაგრეს, მოუწიათ კანდიდატის სტატუსის მოცემა, როგორც ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებაზე სამი წელი უკრაინას ჩამოგვარჩინეს, მაგრამ ბოლოს უკრაინასთან ერთად მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას. აი, ასე, როგორც ყველა სხვა საკითხში, საბოლოო ჯამში, აქაც ყველას მოუწევს ჭეშმარიტების აღიარება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ