leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: ამერიკული ფინანსური დახმარების შეწყვეტა დიდი დანაკლისი არ იქნება, ფინანსური დახმარება ძირითადად NGO სექტორის საქმიანობაზე იხარჯება

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი აშშ-ის მხრიდან მუქარას ეხმიანება. დეპუტატი ამბობს, რომ აშშ-ის პირველი პირების განცხადებებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია შემდეგი ნაბიჯი ამერიკული დაფინანსების შეწყვეტა იყოს, რაც საქართველოს ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ იქონიებს.

ეკა სეფაშვილის განმარტებით ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს, ამერიკული ფინანსური დახმარება კი ძირითადად NGO სექტორს ხმარდება.

„მათ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, კურსისგან გადახვევა არანაირად არ არის. ამერიკული წამყვანი ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები და მათი სამეცნიერო კვლევები აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას გვთავაზობენ და საპირისპიროს ამტკიცებენ. ისევ მათ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, შემდეგი ნაბიჯი არის, ვითომდა ამერიკული ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რაც დიდი დანაკლისი არ იქნება და არც დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან დღესდღეობით, ისედაც ძალიან მცირეა ეს გავლენა. მოგეხსენებათ, ჩვენ არ გვაქვს ამერიკასთან თავისუფალი ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები, ასევე დახმარება, რომელიც მოდის ამერიკიდან ძირითადად NGO სექტორის საქმიანობაზე იხარჯება.

თუ არასამთავრობო სექტორის ეს თანხები, რომლის გამჭვირვალობასაც ვითხოვთ, გამჭვირვალე გახდება და დავინახავთ – ისინი ამ თანხებს ახმარენ არა რადიკალიზმის გაღვივებას, პოლიტიკური სიტუაციის დამახინჯებას და ნეგატიური ელფერით გაჯერებას, არამედ მართლა, რეალურად ეხმარებიან სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. ანუ, თუ ამ მიმართულებით ისინი შეამცირებენ დაფინანსებას და მათი განცხადებებიდან გადმომდინარე, ეს შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი, მე ვფიქრობ, დიდი გავლენა არ იქნება. საქართველოს ხელისუფლება ხალხთან ერთად კვლავ შეძლებს, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და რაც მთავარია, იმ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებას, რაც საქართველომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაიწყო და დღემდე გრძელდება. აპრილში დაფიქსირდა 2% -იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ